თბილისში სამშენებლო ქაოსის პარალელურად, მშენებლობები ხშირ შემთხვევაში დარღვევებით მიმდინარეობს – რა მონაცემებს აქვეყნებს მერია

დედაქალქის უბნებში აღარ დარჩა თავისუფალი მიწის ნაკვეთი სადაც ახალი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობს, თუმცა არის კი ყველა მშენებლობა იმ სტანდარტითა და ხარისხით როგორიც საერთაშორისოდ დადგენილი ნორმებია? - ასეთია მთავარი კითხვა, რომელიც ყველა მყიდველს აინტერესებს, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა მყიდველი რეკლამის მსხვერპლი ხდება და კორპუსი სადაც საცხოვრებელს ყიდულობს ხშირ შემთხვევაში სანებართვო პირობების დარღვევით შენდება.

თბილისში სამშენებლო ქაოსის პარალელურად, მშენებლობები ხშირ შემთხვევაში დარღვევებით მიმდინარეობს – რა მონაცემებს აქვეყნებს მერია

დედაქალაქისს მერიის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში სანებართვო პირობები 165- მა კომპანიამ დაარღვია, რის გამოც თითოეული მათგანი დაჯარიმდა.საერთო ჯამში უწყებამ სამშენებლო კომპანიებისგან ჯარიმის სახით 2 031 000 ლარი უნდა მიიღოს.

აქვე საინტერესოა ერთი გარემოება, შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოების ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის 5 კლასად იყოფა. 1-ლი შენობა-ნაგებობა, რომელიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, მე-2 კლასი რისკის დაბალი ფაქტორით ხასიათდება, მე-3 ფაქტორი რისკის საშუალო ფაქტორს განეკუთნება, მე-4 რისკის მაღალი ფაქტორით, ხოლო მე-5 შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით.

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველა მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, დეტალურად გადაამოწმოს დოკუმენტები, როგორც სამშენებლო კომპანიაში ისე შესაბამის უწყებებში.