თბილისში, საჯარო ბაგა-ბაღებში მშობლები საკვების მომზადებას ლაივ-რეჟიმში დააკვირდებიან

თბილისის მასშტაბით, ყველა საჯარო ბაღის ფოიეში, წლის ბოლომდე, სამზარეულოს ბლოკის მონიტორები დამონტაჟდება, სადაც მშობლებს საკვების მომზადების დაკვირვების შესაძლებლობა ლაივ-რეჟიმში ექნებათ.

თბილისში, საჯარო ბაგა-ბაღებში მშობლები საკვების მომზადებას ლაივ-რეჟიმში დააკვირდებიან

kalaki.ge-მ ინფორმაცია ბაღების გაერთიანების სააგენტოში გადაამოწმა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის ყველა საჯარო თუ კერძო ბაგა ბაღში დღის მენიუ, მშობლებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იწერება, თუმცა ამჯერად ყველაფერის ნახვას, საკუთარი სმატფონებიდან ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.