Colliers Georgia-ივლისი-სექტემბერში თბილისში 10 114 ბინა გაიყიდა
Colliers Georgia-ს საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით დედაქალაქში ივლისი-სექტემბრის პერიოდში 10 114 ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომა კი 11%-ით, 549 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 7%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 4%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3% და 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის III კვარტალში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 13%-ით შემცირდა.