თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2025 წელს სასტუმროების ჰაბის მშენებლობა დასრულდება
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2025 წელს სასტუმროების ჰაბის მშენებლობა დასრულდება. „ცენტრალ პარკ თაუერსი“, 1500 ნომრიანი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბი იქნება, რომელიც 400 ავტომანქანაზე გათვლილ 3 მიწისქვეშა საპარკინგე სართულს მოიცავს.
„პროექტი შედგება ორი 42 სართულიანი თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 3 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი.
მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების შოპინგ მოლი და ყველაზე დიდი კაზინო. ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი. კომპლექსში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ-კლასის ღია და დახურული აუზებითა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.
Central Park Towers-ში თავმოყრილი იქნება Fine Dining-ის 7 პრემიუმ რესტორანი. თაუერის ბოლო სართულზე განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები“, – აცხადებენ კომპანიაში.