თბილისში ფანასკენტელის ქუჩაზე გზა ავარიულია, გამოიწვია თუ არა გზიის დაზიანება მიმდებარედ არსებულმა მშენებლობებმა?
თბილისში, სამურთალოზე ფანასკენტელის #13-ში გზა ორად გაიყო და მასზე გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი კალატოზიშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ გზა მართლაც ავარიულია.
“გთხოვთ სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ ეს მშენებლობა. იმ დრომდე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მოქალაქეების და მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება, არ უნდა გაგრძელდეს მშენებლობა. შეხედეთ, რა დღეშია გზა და როგორ აკავებენ ხიმინჯებით მშენებლები!”-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი კალატოზიშვილი.