თბილისში კიდევ ერთი მწვანე სივრცე რეაბიტილდა – ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსთან დასასვენებელი სივრცე მოეწყო
დასასვენებელი სივრცეს დედაქალაქში ყველაზე მეტად ითხოვენ ადგილობრივები, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, თბილისში მწვანე სივრცის სახლთან არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამჯერად ახალი სკვერი ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსთან მოეწყო.
“ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე რკინის
კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ბალახი და 100-მდე ხე-მცენარე დაირგო. დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 178 000 ლარს შეადგენს.” – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.