ვინ და რატომ ითხოვს ცის დანახვასა და ჟანგბადს-თბილისში მშენებლობის ისტერია და თბილისელების პროტესტი
კორპუსი კორპუსის წინ და სამ წლიანი პროტესტი, რომელსაც ბოლო არ უჩანს. რას ითხოვს მოსახლეობა?
სამწლიან პროტესტს თბილისში, დიღომში ევგენი მიქელაძის 11 ნომერში, დასასრული არ უჩანს. ამჯერად მოსახლეობამ თბილისის მერიასტან გადაინაცვლა, თუმცა უწყებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
მიქელაძის ქუჩის მოსახლეობა, გამოსავალს მას შემდეგ ეძებს რაც აღმოაჩინეს, რომ თავიანთი საცხოვრებელი კორპუსის წინ, ორი მეტრის დაშორებით ახალი კორპუსი შენდება.
ბოლო წლებია მსგავსი შემთხვევა გასაკვირი აღარაა, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ თუკი ახალი კორპუსი აშენდება, მოსახლეობა ფაქტობრივად ხედისა და ჟანგბადის გარეშე რჩება, ვინაიდან მათი ფანჯრების წინ ბეტონის კონსტრუქცია აღიმართება, რაც მზის სხივების, ჰაერისა და ხედის გარეშე დატოვებს ოჯახებს.
უნდა ითქვას, რომ სამი წელია მოსახლეობა სამშენებლო კომპანიას მუშაობის დაწყების უფლებას არ აძლევს, მათი განცხადებით ყველა შესაბამის ორგანოს მიმართეს დახმარების თხოვნით, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.
აქცია თბილისის მერიასთან მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” ორგანიზებით გაიმართა.