საქსტატის ახალი კვლევის მიხედვით, მშენებლობაზე ფასები კვლავ გაიზარდა – რამ განაპირობა მშენებლობის ღირებულების ინდექტსის გაზრდა?
2024 მაისის თვეში მშენებლობის ღირებულების ინდექსი კვლავ გაიზარდა, დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდით.
კვლევის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.4%-ით გაიზარდა. ზრდა ასევე გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5 პროცენტიანი გაძვირებით.
2024 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსის წლიური ზრდის გამომწვევი მიზეზი, შემდეგ კატეგორიებში ხარჯების მატებაა:
სამშენებლო მასალები – 2.7%;
ხელფასები – 4.62%;
მანქანა-დანადგარები – 0.21%;
ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია – 0.76%;
სხვა ხარჯები – 0.13%.
შეგასხენებთ, რომ სხვადასხვა კვლევის მიხედვით, თბილისში პინების გაყიდვების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როგორც ახალაშენებულზე ასევე ძველ პროექტებზე.