თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
საბურთალოს რაიონში მცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რამდენიმე თვე მიმდონარეობდა დასრულდა.
მიცკევიჩზე, 19 800 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი. ასევე, დასრულდა გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები. საავტომობილო მოძრაობა, ქუჩაზე უკვე სრულად აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ პროექტის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.