დედაქალაქში მიწის რეგისტრაციის პროცესი დაიწყო-ვინ და როგორ შეძლებს თბილისში მიწის დაკანონებას

შერჩეულ არეალებში პროექტი შეეხება დაახლოებით 27 684 მიწის ნაკვეთს. დედაქალაქში პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი.

დედაქალაქში მიწის რეგისტრაციის პროცესი დაიწყო-ვინ და როგორ შეძლებს თბილისში მიწის დაკანონებას

ვინ და როგორ შეძლებს მიწის რეგისტრაციას, იმ ფონზე როცა დედაქალაქში უამრავი ნაკვეთი უკანონოდაა მითვისებული მოქალაქეების მიერ. ეს მთავარი კითხვა ალბათ ბევრს აღელვებს.

კახა კალაძის განცხადებით სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია გარკვეული წინაპირობები, რის შესახებაც მოქალაქეები იქნებიან ინფორმირებული.

“მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია დაიწყება ახალდაბაში, ბეთანიაში, კვესეთში, კიკეთსა და საღორისში. დეკემბერში ამ პროცესში ჩაერთვება წყნეთი, ხოლო 2024 წლის თებერვალში – კოჯორი, აპრილში – ტაბახმელა, შინდისი და წავკისი, ივლისში – ძველი ვეძისი, დიდგორი და დიღომი. მიწის სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება ზემოხსენებული დასახლებების გარკვეულ არეალებში.

რეფორმის შედეგად დაცული იქნება როგორც მოქალაქეების, ასევე მუნიციპალიტეტის ინტერესები, შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები და ხელი შეეწყობა უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას. მინდა მივულოცო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მოგვმართავდა და ამ მიმართულებით სიახლეს ელოდა. იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიის კოორდინირებული ქმედებებით, მომავალ წელს თბილისში ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში, თითქმის ყველა უბანშია უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთები. მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებში კი ოჯახები ცხოვრობენ, შესაბამისად ამ პროსესის აღმოფხვრა უწყებისთვის არც თუ ისე მარტივი უნდა იყოს.

საინტერესოა შეძლებს თუ არა რეფორმა, არსებული პრობლემა აღმოფხვრას?