სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისში, მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასო იქნება
თბილისის ტერიტორიის შერჩეულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროექტის შედეგად, შერჩეულ არეალებში, საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების სტატუსით, ათასობით მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდება. საუბარია 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.
„პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია: დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა“, – აღნიშნა მერმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.