თბილისში, მიწის ნაკვეთზე ინტერესი კვლავ მაღალია-რა ღირს თბილისის სხვადასხვა უბანში მიწა
თბილისში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა-წერენ დარგის ექსპერტები, მაგრამ მოთხოვნის შემცირების მიუხედავად ფასები არ შეცვლილა მეტიც, დეკემბრის თვის უძრავი ქონების კვლევის მიხედვით მცირედი მატებაა გასაყიდ ბინებზე. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, მალე ალბათ, აღარ დარჩება თბილისის პრესტიჟულ ადგილებში თავისუფალი მიწა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მიწის ფასი კოლოსალურად მაღალია წინა წლებთან შედარებით.
ss.ge- მიხედვით 2022-დან და 2023-წლებში მიწის ნაკვეთების ფასებს თუ გადავხედავთ, ერთ წელიწადში მკვეთრი მატებაა. განსაკუთრებით, ძველ თბილისში სადაც მოთხოვნაცა და ფასიც სხვა უბნებთან შედარებით მაღალია.
2023 წლის ბოლოს, დიდუბე-ჩუღურეთში, ერთი კვადრატული მეტრის ფასი, 400-დან 700 დოლარამდე მერყეობდა, 2022 წელს კი 390-400 დოლარს შეადგენდა.
ძველ თბილისში, ერთი კვადრატული მეტრის შეძენას, 2023 წლის ბოლოს, 365 დოლარად შეძლებდით, 2022 წელს კი, ერთ კვადრატულ მეტრში, 352 დოლარის გადახდა გიწევდათ.
ასევე აღსანიშნავია გლდანი-ნაძალადევი, სადაც ერთი კვადრატულ მეტრ მიწას, 2023 წლის ბოლოს, 110 დოლარად შეიძენდით, 2022 წელს კი, 50 დოლარით მეტის, საშუალოდ 160 დოლარის გადახდა მოგიწევდათ.
მოსახლეობაში აქტუალურია ვაკე-საბურთალო და მის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც ერთი კვადრატული მეტრი, 2023 წლის ბოლოს 205 დოლარი, ხოლო 2022 წლის ბოლოს, 210 დოლარი ღირდა.
თბილისის ცენტრალური უბნებიდან, მიწის ნაკვეთის შეძენას, ყველაზე დაბალ ფასად, 2023 წლის ბოლოს, ისანი-სამგორში, 75 დოლარად შეძლებდით, ხოლო 2022 წლის ბოლოს, 42 დოლარად იყიდდით.