თბილისში ქირის ფასი 15%-ით შემცირდა – დედაქალაქის უბნები სადაც ბინას ყველაზე ძვირად და ყველაზე იაფად იქირავებთ

თბილისში ბინის ქირა საგრძნობლად შემცირდა, ფასების ცვლილება ყველა უბანს დაეტყო. ბოლო კვლევების თანახმად შემცირებულია ქირაზე მოთხოვნაც. ამდროისთვის საშუალო ზომის ბინის ქირამ კვ.მ-ზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის იმავე პერიოდში მაჩვენებელი 11.7 დოლარზე იყო. საერთო ჯამში ქირის ფასმა 15%-ით იკლო. ინფორმაციას და კვლევას დედაქალაქის უბნების მიხედვით Galt&Taggart-ი ავრცელებს.

თბილისში ქირის ფასი 15%-ით შემცირდა – დედაქალაქის უბნები სადაც ბინას ყველაზე ძვირად და ყველაზე იაფად იქირავებთ

დედაქალაქის უბნებში, გასულ თვეში ყველაზე ძვირი ბინის ქირის ფასი ვაკეში იყო, სადაც ღირებულებამ კვადრატულზე 15.8 დოლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე იაფი სამგორში დაფიქსირდა სადაც კვადრატულ მეტრზე ფასი 7.6 დოლარი იყო.

თბილისის უბნების მიხედვით Galt&Taggart-ის კვლევა, რომელიც დედაქალაქის უბნებში გასული თვის ქირის ფასს ასახავს ასე გამოიყურება:

მთაწმინდა – 14.4 დოლარი

ჩუღურეთი – 11 დოლარი

საბურთალო – 12 დოლარი

კრწანისი – 10.9 დოლარი

ისანი – 10.6 დოლარი

დიდუბე – 9.4 დოლარი

ნაძალადევი – 9 დოლარი

ვაშლიჯვარი – 8.7 დოლარი

დიდი დიღომი – 7.8 დოლარი

გლდანი – 7.7 დოლარი