თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა გახდა ხანძის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც თვითმხილველები kalaki.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ხანძრის გაჩენიდან მალევე მივიდა სამაშველო-სახანძრო ჯგუფი, ცეცხლის ლიკვიდირება სწრაფად მოხდა, თუმცა ერთი პირის გადარჩენა ვერ მოხერხდა. იმყოფებოდნენ, თუ არა სახლში სხვა ადამიანებიც და რა გახდა მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.