დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის მიზეზით, გვერდით არსებული გზა ჩავარდა – რა განცხადებას აკეთებს დედაქალაქის მერია
თბილისში ტაბიძისა და რაზმაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი ჩაიშალა. მოქალაქეების ინფორმაციით, ადგილზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა, რის გამო, გზას მიწა ჰქონდა გამოცლილი.
დედაქალაქის მერიამ მომხდარზე kalaki.ge-სთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“„რაზმაძის 54 და 56-ის მიმდებარედ, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. სამუშაოების პროცესში ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც. აღნიშნულზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა,“ – ასეთია უწყების კომენტარი მომხდარზე.