წუხელ ღამით, თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი, მანქანები და ინფრასტრუქტურა დააზიანა

გუშინ თბილისში, ამინდი დღის მეორე ნახევარში მკვეთრად შეიცვალა. გვიან ღამით ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, დედაქალაქელების ნაწილს ზიანი მიაყენა. ინფორმაცია დაშავებულის შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა ქარის სიჩქარე იმდენად სწრაფი იყო, რომ ქუჩაში მოქალაქეები ძნელად გადაადგილდებოდნენ.

წუხელ ღამით, თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი, მანქანები და ინფრასტრუქტურა დააზიანა
წუხელ ღამით, თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი, მანქანები და ინფრასტრუქტურა დააზიანა
წუხელ ღამით, თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი, მანქანები და ინფრასტრუქტურა დააზიანა
წუხელ ღამით, თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი, მანქანები და ინფრასტრუქტურა დააზიანა
წუხელ ღამით, თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი, მანქანები და ინფრასტრუქტურა დააზიანა

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ხე მოტყდა და პირდაპირ ავტომობილების სავალ ნაწილზე დაეცა. ამის შემდეგ კი მარიჯანის ქუჩაზე “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელი საცხოვრებელი კორპუსიდან, ბლოკები გადმოყარა ქარმა და ათამდე ავტომობილი ძლიერ დააზიანა.

ქინძმარაულის ქუჩაზე განათების ბოძი წაიქცა და გაზის მილს დაეცა.

მოქალაქეებს საათობით მოუწიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი.

თბილისის უბნებს შორის, ყველაზე მეტად ძლიერი ქარი განსაკუთრებით ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე იყო. სწორედ საბურთალოდან გავრცელდა “გლოვოს” კურიერის ფოტოები. ერთ-ერთი საცხოვრებელიდან ქარის გამო ბეტონის ნატეხები ცვიოდა, ხოლო ახალგაზრდა კურიერი მანამ, სანამ შესაბამისი უწყებები ადგილზე არ მივიდნენ, მოსახლეობას ტერიტორიაზე არ უშვებდა და საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.

დროდადრო ვრცელდებოდა კადრები საცობებიდან და ქუჩებიდან სადაც მოქალაქეები სტიქიასთან გამკლავებას და ქუჩაში პატარებთან ერთად გადაადგილებას ცდილობდნენ.

მალევე დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის საშუალებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და დედაქალაქელებს საჭიროების შემთხვევაში, მოუწოდა დასახმარებლად მერიის ცხელ ხაზს მიმართონ. ასევე უწყებამ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა.

“ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა. თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.
საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.