თბილისში დღეს ჰაერი დაბინძურებულია – რამ გამოიწვია ეკოლოგიური დაბინძურება დედაქალაქში და რა განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

დედაქალაქში, 28 მაისიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული - აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში დღეს ჰაერი დაბინძურებულია – რამ გამოიწვია ეკოლოგიური დაბინძურება დედაქალაქში და რა განცხადებას ავრცელებს გარემოს  ეროვნული სააგენტო

უწყების ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

„გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://www.air.gov.ge“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.