თბილისში ბინის ქირა გაიაფდა-რას აჩვენებს კვლევები
თბილისში ბინის ქირა გაიაფდა. Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით ფასებზე ზემოქმედება პანდემიის შემდეგ მიგრაციის შემოდინებამ და გადინებამ იქონია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის თანახმად, პანდემიურ პერიოდს ფასები აღარ დაუბრუნდება.
ბინის ქირის გაიაფების ტენდენცია საქსტატის მონაცემებშიც ჩანს. აღნიშნული მონაცემის მიხედვით, თბილისში ბინის დაქირავება იანვარში 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა, ფასი 2.7%-ით არის შემცირებული წინა თვესთან შედარებითაც. ფასის კლება შესამჩნევად განსხვავებულია უბნებისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით. პრესტიჟულ უბნებსა და კომფორტულ ბინებზე ფასებმა შედარებით ნაკლებად დაიკლო.
თუკი ადრე ნუცუბიძეზე ერთოთახიანი ბინა 1000 დოლარად ქირავდებოდა, დღეს კი მისი ფასი დაახლოებით 600-700 დოლარი ან უფრო ნაკლებია, უბნებისა და ბინის ხარისხის მიხედვით ფასი ძალიან განსხვავდება. მაღალი კლასის ბინები საგრძნობლად არ გაიაფებულა, მაგრამ პერიფერიებში უფრო დაბალი კლასის საცხოვრებელზე ფასმა მეტად დაიკლო.