თბილისში ბინების ქირის ფასმა მკვეთრად მოიმატა-სტუდენტები საცხოვრებელს ვერ პოულობენ

უძრავი ქონების ფასი 30%-ით გაიზარდა, რა არის მიზეზი და რამ გამოიწვია ინფლაცია? kalaki.ge ეკონომისტ ირაკლი თევდორაძეს ესაუბრა.

თბილისში ბინების ქირის ფასმა მკვეთრად მოიმატა-სტუდენტები საცხოვრებელს ვერ პოულობენ

“თბილისში ბინების ქირის ფასმა 30%-ით მოიმატა, ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ინფლაცია, დოლარის კურსი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება. თუმცა რაც შეეხება დარეგულირებას ეს ბევრად რთული საკითხია ვინაიდა, თუკი სახელმწიფოს მხრიდან საკითხის დარეგულირება მოხდება, ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნება. ამიტომ ისევ გამქირავებლებისა და ბინის მეპატრონეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ფასი 500 ლარიდან იწყება, თუმცა ასეთ ბინაში ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ მაღალი თანხის გადახდა ბუნებრივია სტუდენტებს უჭირთ.”

kalaki.ge რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტსაც ესაუბრა რომელიც, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, გიორგი ამბობს, რომ ერთი თვეა, ეძებს პატარა მოწესრიგებულ ბინას, თუმცა მისთვის სასურველ თანხაში ჯერ-ჯერობით ვერ იპოვა.
~

“ძალიან არის გაზრდილი დედაქალაქში ბინების ფასი, ჩვენ ვეძებთ 600 ლარის ფარგლებში, თუმცა ამ თანხაში ისეთ პირობებს გვთავაზობენ, რომ არ იცხოვრება. თუ ვერ ვნახავ საცხოვრებელს, მომიწევს უნივერსიტეტზე უარი ვთქვა და ისევ რაიონში დავბრუნდე.”-ამბობს პირველკურსელი გიორგი ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტები სექტემბერში ბინის ქირაზე ფასის გაზრდას 15%-ით ვარაუდობდნენ, თუმცა საერთო ჯამში სექტემბრის თვეში იმაზე მეტად გაიზარდა ქირის ფასი ვიდრე მოსალოდნელი იყო.