თბილისში ბინების გაყიდვებზე მკვეთრი ვარდნაა-ფასები, ქირა და სამშენებლო ნებართვები, სექტემბერის თვის სტატისტიკა უძრავი ქონების სექტორში

Galt & Taggar-ის კვლევის მიხედვით 2023 წლის სექტემბერში თბილისში 3,314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5% და თვიურად 6.7%-იანი კლებაა. წლიური კლების ძირითადი მიზეზი წინა წლის რეკორდულად მაღალი ბაზაა. სექტემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით პირველადი ბაზრის (დეველოპერების) ბინების გაყიდვებმა იკლო (-8.2%). ამასთან, მეორად ბაზარზე ახალი და ძველი პროექტების გაყიდვები წლიურად 29.0%-ით შემცირდა.

თბილისში ბინების გაყიდვებზე მკვეთრი ვარდნაა-ფასები, ქირა და სამშენებლო ნებართვები, სექტემბერის თვის სტატისტიკა უძრავი ქონების სექტორში

2023 წლის სექტემბერში დიდი დიღმის და ჩუღურეთის გარდა გაყიდვები ყველა უბანში შემცირდა. ამასთან, ეს შემცირება ყველაზე მძაფრი ცენტრალურ რაიონებში იყო , ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა.

მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასები წინა თვეებში კლების შემდეგ სექტემბერში ისევ გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42,0%), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით აღნიშნულ უბანში.

2023 წლის სექტემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 235.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.1%-იანი კლებაა. ისევე როგორც წინა თვეებში, პირველადი ბაზრის ზომა გაიზარდა (+17.4%), რამაც ნაწილობრივ დააბალანსა მეორადი ბაზრის ზომის შემცირება (-13.9%).

2023 წლის სექტემბერში თბილისში ქირის ფასი თვიურად თითქმის არ შეცვლილა, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც მაღალ დონეზე დარჩა, +36.7% აშშ დოლარში და +26.9% ლარში. ამასთან, 2023 წლის დასაწყისიდან ქირები აშშ დოლარში 1.6%-ით, ხოლო ლარში 2.7%-ით არის შემცირებული.

2023 წლის პირველ 8 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 48.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა უფრო ნაკლები ტემპით, წლიურად 20.7%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს დაგეგმილი პროექტების გაზრდილ ზომებზე.