თბილისში ბინები გაძვირდა – Colliers Georgia-ს მაისის მიმოხილვა
წინა წლის მაისთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, ბაზრის ზომა კი 5%-ით, 189 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.2%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მაისთან შედარებით, მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 17%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 37% და 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ფასებს, 2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 2% და 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში კი, 2023 წლის მაისში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.