Galt&Taggart – თბილისში ყველაზე მეტად 50-80 კვ.მ. ბინები იყიდება
უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, დედაქალაქში გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საბურთალოს, დიდი დიღმის და სამგორის რაიონებში განხორციელდა. გაყიდვებზე მოთხოვნის, დაახლოებით ნახევარი საშუალო ზომის (50-80 კვ.მ.) ბინებზე მოდის.
Galt&Taggart-ის მიხედვით, გაყიდვების საშუალო ზრდა 2015 წლიდან 2022 წლამდე 16.8%-ს შეადგენს. ხოლო თუ 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს 2022 წლის ანალოგიურ ორ თვეს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზრდა 14.3%-ია. გასული წლის პირველ ორ თვეში თბილისში 5700-ზე მეტი ბინა გაიყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში 6600-ზე მეტი.