თბილისში „ბიბლუსის“ მეორე ფრენშაიზ მაღაზია გაიხსნა
ფილიალი პირველ მომხმარებლებს 12 ივნისიდან მიიღებს.
სიახლესთან დაკავშირებით, მაღაზიის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ფასდაკლებითა და სპეციალური შეთავაზებით, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში გავრცელდება.
როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, ფრენშაიზ ფილიალების გახსნით კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მათივე თქმით, აღნიშნული ბიზნეს მოდელის დანერგვა როგორც თვითონ კომპანიისთვის, ისე ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ის წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„ბიბლუსის“, როგორ ბრენდის მიმართ მოთხოვნა იზრდება, რასაც მოწმობს მეორე ფრენშაიზის გახსნა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა დაინტერესებულ პირებთანაც და მომხმარებელი პერიოდულად შეიტყობს საინტერესო სიახლეების შესახებ“, – აღნიშნავენ „ბიბლუსში“.