ფოტოფაქტი-თბილისში კიდევ ერთი ბაგა-ბაღი გაიხსნა
თბილისში, სამგორის რაიონში ე.წ. აფრიკის დასახლებაში 64-ე ბაგა ბაღი გაიხსნა.
ახალი ბაღი 15-ჯგუფიანია და 500-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ისე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ახალ საბავშვო ბაღში მოწყობილია სასადილო სივრცეები, სპორტული და მუსიკალური დარბაზები.
ბაღს ასევე აქვს გამწვანებული, დაცული ეზო, თანამედროვე, ეკომეგობრული ატრაქციონები და სათამაშო მოედნები.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში აქამდე მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა. ახალ ბაღში უკვე 400-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.