თბილისში ახალი ჰესი აშენდება – მასშტაბური პროექტი საბურთალოსა და დიღმის ტერიტორიაზე განთავსდება
დედაქალაქში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება, პროექტის თანახმად საბურთალოსა და გლდანის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიაზე 11,26 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგური - „დიღომი ჰესის“ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
შპს „დიღომი ჰესის“ სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, პროექტის ხანგრძლივობა 12 თვეს, ღირებულება კი 23 210 241 დოლარს შეადგენს.
„დიღომი ჰესის“ საპროექტო დადგმული სიმძლავრე 11.260 მგვტ, ხოლო საშუალო მრავალწლიური გამომუშავება – 62,80 გვტსთ/წ იქნება.
„დიღომი ჰესის” მშენებლობა გათვალისწინებულია ქ. თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, საბურთალოსა და გლდანის ადმინისტრაციული რაიონების საზღვრებში. დამბა მოეწყობა მდ. მტკვრის კალაპოტის ზ.დ. 415,6 მ ნიშნულზე.
პროექტის მიხედვით, დიღომი ჰესი წარმადგენს კალაპოტური ტიპის ჰესს, 10 მ სიმაღლის კაშხლით. ჰესის საპროექტო ხარჯი იქნება 240 მ3/წმ, ხოლო საპროექტო დადგმული სიმძლავრე 11.260 მგვტ, ხოლო საშუალო მრავალწლიური გამომუშავება – 62,80 გვტსთ/წ.
კაშხალზე დაგეგმილია ე.წ. აუზებიანი თევზსავალის მოწყობა, ხოლო კაშხლის თხემზე საავტომობილო ხიდის განთავსება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.