უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დასაკავშირებლად გვირაბის მოწყობა იგეგმება

დედაქალაქში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დასაკავშირებლად გვირაბის მოწყობა იგეგმება.

უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დასაკავშირებლად გვირაბის მოწყობა იგეგმება

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფრასტრუქტურულ პროექტს „ნიუ ტრანს როუდი“ შეასრულებს. სამუშაოებისთვის 11 787 078 ლარი გამოიყოფა.

ქავთარაძისა და უნივერსიტეტის ქუჩების დასაკავშირებლად გვირაბის გარდა მოეწყობა შესასვლელი და გამოსასვლელი პანდუსებიც.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო უბნის საერთო სიგრძე შეადგენს 194 მეტრს, აქედან პირველი პანდუსის სიგრძე ტოლია 37 მეტრის, გვირაბის – 110 მ, ხოლო მეორე პანდუსის – 47 მ.