თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს-პროტესტის მონაწილეები კეკელიძეზე გამოსახლებისას დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ
გამოსახლების საკითხი თბილისში კვლავ გრძელდება, რადგან კეკელიძის შემთხვევას ორი ადამიანის დაკავება მოჰყვა, სამოქალაქო აქტივისტებს გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავა გუშინ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვენ აქციის მონაწილეები, რომელიც ამ დროისთვის თსუ-სთან მიმდინარეობს. ფოტოებს ონლაინ პლათფორმა "მაუწყებელი' ავრცელებს.
დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად, აქციის მონაწილეები გამოსახლებების შეჩერებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მანამ არ შეწყვეტენ აქციებს სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კიდევ ორ მისამართზე ჩანიშნული, გამოსახლების პროცედურა გადაიდო.