თბილისში ახალი სასტუმრო Swissôtel Tbilisi გაიხსნა-სასტუმრო 130 ოთახს აერთიანებს
თბილისში ახალი სასტუმრო Swissôtel Tbilisi სოლიკო ვირსალაძის #3-ში გაიხსნა.
სასტუმრო 130 ოთახს აერთიანებს, მათ შორის Swiss Business Advantage, Deluxe King, Swissôtel Vitality ტიპის ნომრებსა და საპრეზიდენტო ლუქსს. Swissôtel Tbilisi სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ჯგუფში – Accor-ში შემავალი მე-8 სასტუმროა საქართველოდან.
სასტუმროში საქმიანი ღონისძიებებისთვის 4 საკონფერენციო სივრცეა მოწყობილი. Swissôtel Tbilisi-ის ინტერიერის ავტორი, მსოფლიოში ცნობილი დიზაინისა და არქიტექტურის სტუდია Sundukovy Sisters-ია.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ვიზიტორებს მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს: ბარ-რესტორანში Atmosphere აზიური სამზარეულო და საფირმო კოქტეილებია წარმოდგენილი, Cafe Swiss-ში – შვეიცარული დესერტები, Olives სივრცეში კი – ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო და საუზმე.