თბილისში ახალი ქუჩა გაიხსნა, რომელსაც ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელწოდება მიენიჭა
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ისნის რაიონში, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა გაიხსნა. ახალი ქუჩის გახსნის გადაწყვეტილება, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილი რამდენიმე ათეული წელი ემიგრაციაში ცხოვრობდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძესთან და გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით კორესპონდენციებს აქვეყნებდა. ის 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. იყო საქართველოს ეროვნული კრების წევრი. ვარლამ ჩერქეზიშვილი 1921 წელს საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მან სამშობლოს დატოვა და ემიგრაციაში გარდაიცვალა.