თბილისში ახალი ხიდი გაიხსნა – ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გაადგილება შესაძლებელია

მეტი პროექტი განხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი - განაცხადა კახა კალაძემ, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნისას. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა.

თბილისში ახალი ხიდი გაიხსნა – ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გაადგილება შესაძლებელია

ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „კონსტრაქშენ სერვისს“,
რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს არის ქართული კომპანია და
ყველა დეტალი, რომელიც გამოყენებულია ხიდისთვის, წარმოებულია საქართველოში. მინდა თითოეულ თქვენგანს, დედაქალაქის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ამ ქალაქზე, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ, მნიშვნელოვან და სასიხარულო პროექტს განვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულად იცხოვრებს ჩვენს დედაქალაქში. ამ ქალაქს აქვს უდიდესი რესურსი და შესაძლებლობა, საჭიროებს განახლებას და მოწესრიგებას და ბოლო წლების განმავლობაში, დამეთანხმებით, რომ ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდა. მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, მეტი პროექტი განხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მიმზიდველი და საცხოვრებლად უფრო კომფორტული. გილოცავთ ყველას, დღეიდან უკვე შესაძლებელია ამ ხიდის გამოყენება და ერთ საათში ის ავტომობილებისთვის გაიხსნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია. პროექტის ღირებულება ჯამში 36 400 000 ლარს შეადგენს.