რატომ შეჩერდა თბილისში 15 მშენებარე კორპუსის მშენებლობა და რამდენი ახალი შენობა აშენდება თბილისში?
15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში, მას შემდეგ შეაჩერეს, რაც შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში დარღვევები აღმოჩნდა. მიმდინარე მშენებლობების შეჩერება 2024 წლის 6 თვეში განხორციელდა.
თუმცა ეს მონაცემები არაფერია, იმასთან შედარებით რაც თბილისში დაგეგმილი და მიმდინარე მშენებლობების რაოდენობაა. უფრო კონკრეტულად პირველ ექვს თვეში თბილისში 2 679 ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა.
რაც შეეხება, საქსტატის მონაცემებს, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში თბილისში 2 679 ობიექტზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ნებართვებიდან უმეტესობა, 2 152 საცხოვრებელ შენობებზე მოდიოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 5 594 ნებართვა გაიცა. ამ ნებართვიდან უდიდესი წილი, 47.9% თბილისში გაცემული ნებართვა იყო.