თბილისს გერბი და დროშა არ აქვს?-ვინ და როგორ შეარჩევს დედაქალაქის სიმბოლიკებს?
დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისი ერყადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც გერბი და დროშა არ აქვს.
როგორც kalaki.ge-ს უწყებაში განუცხადეს სიმბოლიკის არჩევა შესაძლებელი იქნება ღია საჯარო კონკურსის ფარგლებში სპეციალური კომისიის მიერ საექსპერტო შეფასებით.
მთავრობა აზუსტებს, რომ მოქმედი ჰერალდიკური სიმბოლოები არ აკმაყოფილებს “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. ამასთანავე, ახალი გერბისა და დროშის შემუშავებისას შეიძლება, გამოყენებული იქნას ემირ ბურჯანაძის მიერ შექმნილი მაცხოვრებლებისთვის ჩვეული სურათები.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის გერბი და დროშა 2005 წლის დადგენილებით მიიღეს, თუმცა ამ შემთხვევაში როგორც ჩანს საუბარი მის შეცვლაზეა.