თბილისს ახალი ავტობუსები კვლავ დაემატება-რომელ მარშუტებზე იმოძრავებს ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები

23 მარტიდან სამი კვირის განმავლობაში დედაქალაქის 24 მარშუტს ახალი ავტობუსები დაემატება. ინფორმაცია კახა კალაძემ გაავრცელა.

თბილისს ახალი ავტობუსები კვლავ დაემატება-რომელ მარშუტებზე იმოძრავებს ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები

მერის განმარტებით, N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ავტობუსი უკვე დედაქალაქს ემსახურება. ამჯერად კი, 24 მარშრუტს გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რათა მოცდის დრო შევამციროთ და მეტრი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილება იყოს ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული.