“თბილისობის” დღესასწაულზე დედაქალაქში რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება იცვლება
"თბილიოსობა 2023" ტრადიციულად მასშტაბურად აღინიშნება, ორდღიანი ღონისძიება სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, ამიტომ დედაქალაქში რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება იცვლება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მშრალი ხიდიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩას დაუკავშირდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N320, N323 ავტობუსები და N536 მიკროავტობუსი, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან ტოლსტოის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, შემდეგ კი ხეთაგუროვისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.