რა შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მაისში
2023 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 515 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 8%-ით, 195 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2023 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა.
„2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 14%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 42% და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 2% და 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 2% და 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.