თბილისის უბნები, სადაც ყველაზე ძვირი და მოთხოვნადია უძრავი ქონება – თებერვალში დედაქალაქში 3 383 ბინა გაიყიდა
უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში, გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის დიდი დიღომი ლიდერობს, რომელმაც 2021 წლის აპრილის შემდეგ პირველად, საბურთალოს გადაასწრო.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, დიდ დიღომში ახალაშენებული ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად ჯამში, დიღომში 222 ბინა გაიყიდა. რაც წინა წელთან შენთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. „საბურთალოზე კი ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურ ჭრილში 33%-ით შემცირდა. 2023 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა ნაძალადევში (+250%), დიდუბეში (+64%) და გლდანში (+37%) დაფიქსირდა.მთაწმინდასა და ვაკეში კვლავ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასები დაფიქსირდა (>1,800$). ყველა უბანში მნიშვნელოვანი წლიური ზრდა შეინიშნება როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების შემთხვევაში“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში ბინების გაყიდვები ზომისა და ღირებულების მიხედვით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ზომის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში გაყიდული ბინების 72% 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობისაა. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი კვლავ (41%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. გაყიდული ბინების დაახლოებით 6% კი 125 კვ.მ-ს აღემატება.