თბილისის რომელ უბანში გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი?
დედაქალაქის რამდენიმე უბანი, რომელიც ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით გამოირჩევა.
ვაკე და მთაწმინდა კვლავ გამოირჩევა ბინების ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით. 2023 წლის აპრილში ვაკეში კვადრატულის ფასი საშუალოდ $1,800-ს აღემატება. იმავე პერიოდში ყველა უბანში ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების გასაყიდ ფასში. ინფორმაციას „თიბისი“ კაპიტალი ავრცელებს.
2023 წლის აპრილში, საბურთალო კვლავ იკავებს ტოპ ადგილს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით.
ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურად ყველა უბანში შემცირდა ისნის გარდა, სადაც ზრდა 2022 წლის აპრილთან შედარებით 4%-ს გაუტოლდა.
ძველი ბინების გაყიდვების შემთხვევაში, უბნების უმეტესობაში წლიურად კლება შეინიშნება, განსაკუთრებით ვაკეში (-41%),დიდუბესა (-33%) და სამგორში (-26%). მხოლოდ კრწანისში (+19%) და ისანში (+4%) წლიური ზრდა.