თბილისის ძველი უბანი, რომელიც ამ დრომდე დედაქალაქის ისტერიულ განაშენიანებასა და მშენებლობის ბუმს გადაურჩა

ახალი მშენებლობა, ახალი უბნები და ხედის გარეშე დარჩენილი საცხოვრებლები. ასეთია დღეს თბილისის რეალობა, რომლის ისტერიული განაშენიანება არ სრულდება.

თბილისის ძველი უბანი, რომელიც ამ დრომდე დედაქალაქის ისტერიულ განაშენიანებასა და მშენებლობის ბუმს გადაურჩა

თუმცა დედაქალაქში ჯერ კიდევ შემორჩა, უბნები, სადაც ურბანულმა ქაოსმა ვერ შეაღწია. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანი ავჭალაა, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ წყაროებშიც კი გვხვდება.

ამ დროისთვის ავჭარაში, სულ რამდენიმე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსია. ტერიტორია ძირითადად კერძო სახლებითაა განაშენიანებული. აღსანიშნავია, რომ უბანს ჯერ კიდევ შემორჩა, სიმწვანე, რომელიც დედაქალაქს დაკარგული ჰქონდა. kalaki.ge-ს მკითხველს, ერთ-ერთ მოსახელეს ვთხოვეთ ჩვენთის ეამბო, როგორ ვერ შეაღწია ამ დრომდე ისტერიულმა მშენებლობამ და ქაოსმა ძველ უბანში.

“შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი უბანი თბილისში, სადაც ჯერ-ჯერობით კორპუსები არ გეჩხირებათ თვალი. ჯერ კიდევ შემორჩა სიმწვანე და სიმშვიდე ჩვენს უბანს. ამ დრომდე ვერ შემოაღწიეს მშენებლებმა. როგორც ჩანს თბილისში ერთი გოჯიც, რომ აღარ დარჩება ჩაუბეტონებელი მერე აქაც შემოვლენ. მანამდე კი მშვიდად ვიცხოვრებთ.” განაცხადა kalaki.ge- ს მკითხველმა იზაბელა გეგიამ ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ავჭალაში, ძირითადად ძველი მოსახლეები კერძო სახლებში ცხოვრობენ, შესაძლოა სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც უბანს ამ დრომდე აქვს პირვლანდელი სახე შენარჩუნებული.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამავე ტერიტორიაზე დედაქალაქის მერმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც უბანი მთლიანად რეკრეაციულ ზონად უნდა გამოცხადებუულიყო, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.