2024 წლის 26 მარტი ისტორიული თარიღი გახდა საქართველოსთვის. საუკეთესო მატჩის, ზღვა ემოციებისა და თითოეული ჩვენი მოქალაქის მიერ დადებული კადრების მიღმა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, გამიჩნდა კითხვა - რამდენად ეწყობათ ხელი ჩვენს გმირებს კიდევ უფრო მეტად, რომ გვასახელონ და რა ინფრასტრუქტურულ გარემოში უწევთ ასპარეზობა ჩამოსულ სტუმრებთან? ასპარეზობა, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორიის გარდატეხის მნიშვნელოვანი ნაწილიც გახდეს.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა თბილისის ცენტრალური სტადიონი დედაქალაქიდან კახეთის გზატკეცილისკენ, სოფელ ვაზიანში გადაიტანოს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა 22 აპრილს გააჟღერა. ამასთან, მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე.

განკარგულების მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, კომისიაში ასევე შევლენ ეკონომიკის, სპორტისა და კულტურის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე თბილისის მერი.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

ახალი სტადიონი 70,000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი და მასზე მთავრობას სურს, რომ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართოს.

„გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს, მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამჟამად თბილისის ცენტრალური სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონია, რომელიც 55 000 მაყურებელს იტევს.

თუმცა სანამ საზოგადოება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს იხილავს სტატიაში ვისაუბრებთ, საქართველოს რამდენიმე საფეხბურთო სტადიონის შესახებ, რომელიც ამჟამად მაღალი რანგის საფეხბურთო მატჩებისთვის გამოიყენება.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

„დინამოს” სტადიონი 1932-1935 წლებში დაპროექტდა და აშენდა არჩილ ქურდიანის მიერ. იგი 23 000 მაყურებელს იტევდა. სპორტულ – ტექნიკურ და კონსტრუქციულად ახლებურ გადაწყვეტასთან ერთად, სტადიონი თავისი არქიტექტურით წარმოადგენდა ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს. ეს იყო ნიმუში ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულად ჩამოყალიბებული კომპოზიციებისა, არქიტექტურული ფორმების შექმნის პრინციპებისა და შემოქმედებითი გარდაქმნის ახლებური მიდგომა-ძიება. ეს იყო პირველი სპორტული ნაგებობა საქართველოში. თბილისის „დინამოს“ სტადიონი თავისი არქიტექტურული ღირსებით, მიეკუთვნებოდა სპორტულ ნაგებობათა საუკეთესოთა რიცხვს.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობით მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია და დამატებული იქნა ლითონის კონსტრუქციები, რამაც საშუალება მისცა მაყურებელთა რაოდენობა 36 000-მდე გაზრდილიყო.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

გავიდა წლები – „დინამოს” სტადიონი, თავისი ტევადობით, ვეღარ აკმაყოფილებდა მრავალათასიან გულშემატკივარს. აუცილებელი გახდა, ან ახალი სტადიონის აშენება, ან არსებულის რეკონსტრუქცია- გაფართოება.

60-70 წლებში არქიტექტორები არჩილ ქურდიანი, გია ქურდიანი და კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი, როგორც „დინამო“-ს სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორები ისე გვევლინებიან, ხოლო გია ქურდიანი დამატებითი პროექტის მთავარ არქიტექტორად. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ძველი „დინამოს” სტადიონის იძულებითი დანგრევა, ეს იყო არჩილ ქურდიანის ოჯახის შემოქმედებითი ტრაგედია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს იყო დიდი შემოქმედებითი წარმატების მაუწყებელი – ახალი „დინამოს” სტადიონის ტრიუმფალური გახსნა.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

1976 წლის 26 სექტემბერს თბილისის „დინამოს” სტადიონის გახსნა ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა. სწორედ ამ ზეიმის დროს, სტადიონის მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე ადგომითა და ტაშით მიესალმა სტადიონის ავტორებს. ეს იყო მათი შრომის, მოღვაწეობის მაღალი შეფასება.

აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78 000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.

სტადიონზე პირველი ოფიციალური მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა. ეს იყო უეფას თასზე შეხვედრა თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

სტადიონმა მისი არსებობის პირველივე წლებში, მრავალ ბრწყინვალე თამაშს უმასპინძლა დინამოს 1978-79 წლების ტრიუმფის პერიოდში. 1981 წელს, ანთებული ჩირაღდნებით სტადიონზე 80 000 გულშემატკივარი მივიდა უეფას თასების მფლობელთა თასის ჩემპიონატში გამარჯვებული თბილისის დინამოსთვის მისალოცად.

სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. ასევე მოსკოვის სპარტაკი და დინამო კიევი. ამ მოედანს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და კოლხეთს შორის, 100 000 გულშემატკივარი დაესწრო. თუმცა რეკორდული დასწრება 1979 წელს იყო თამაშზე დინამოსა და ლივერპულს შორის, რომელსაც 110 000 მაყურებელი ესწრებოდა და თბილისის გამარჯვებით დასრულდა (3:0). საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის, თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45 000 მაყურებლით). რეკორდული მაჩვენებლი განმეორდა 1995 წელს საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას ასევე 110 000 მაყურებლით.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

2006 წლის აპრილში, კვლავ იქნა მიღებული ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციისა და UEFA-ს მოთხოვნებთან შესაბამოსობაში მოყვანის გადაწყვეტილება. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო რეკორდულ ვადებში – 2006 წლის 2 სექტემბერს ჩასატარებელი მატჩისათვის. ეს ამოცანა ღირსეულად იქნა შესრულებული.

საპროექტო, არქირექტურულ, კონსტრუქციულ და დიზაინერულ საქმიანობას ახორციელებდა გია და არჩილ ქურდიანების სტუდია — “დინასტია” ავტორის, არქიტექტორის გია ქურდიანისა და ავტორისა და პროექტის მთავარი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით.

უეფა-ს ახალი მოთხოვნების მიხედვით, სტადიონს მხოლოდ დასაჯდომი ადგილები აქვს. შესაბამისად, მისი ტევადობა შემცირდა 55 000-მდე. მეორე იარუსის სკამების უმეტესობა გადახურულია. ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

საღურადღებოა ასევე თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი “აჭარაბეთ არენა” – ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი. მისი მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა. პირველი მატჩი ამავე წლის 21 ნოემბერს, ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის შედგა. 2021 წლის 7 მაისს დასრულდა ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა. სტადიონი „Bahadir Kul Architects“-მა ააშენა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი დაპროექტებულია უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად და გათვლილია 20 000 მაყურებელზე. სტადიონის შენობის ფასადი, რომელიც მოწყობილია გერმანული კომპანია „Verseidag-ის“ მიერ წარმოებული არქიტექტურული მემბრანით, ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციის მიხედვითაა აგებული.

თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისის ეროვნული სტადიონი და ახალი პროექტი, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

მისი მშენებლობა 141 მილიონი ლარი დაჯდა. 2021 წლიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სტადიონის სახელი “აჭარაბეთ არენა” იქნება.