თბილისის შემოგარენში სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა 70%-მდე გაიზარდა
ქალაქის ხმაურისგან შორს- ასეთია დედაქალაქელების უმეტესობის სურვილი, ვინაიდან ბოლო წლებია მაღალსართუანიანმა კორპუსებმა ქალაქში არსებული ურბანული განვითარება შეცვალა.
გარდა ამისა მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა საკუთარი გემოვნებით მოწყობილი მცირე ეზოები და კერძო სახლებია. მოსახლეობა ქალაქგარეთ უძრავი ქონების შეძენას მეტი კომფორტისთვის, ჯანსაღი გარემოსა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო ირჩევს.
უძრავი ქონების, ავტომობილების, დასაქმების პორტალ SS.GE-ს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს მასშტაბით კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მიწის ნაკვეთებზე საშუალოდ ზრდა არის 66%, ხოლო კერძო სახლებზე 70%.
ამასთან, აღნიშნული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 თვეში საიტზე კერძო სახლის შეძენით საშუალოდ 1 მილიონ ადამიანამდე ინტერესდებოდა, ხოლო მიწის ნაკვეთით 550 000.
ss.ge-ს ს სტატისტიკით, 2022 წლის მარტში თბილისის შემოგარენში კერძო სახლების შეძენის მსურველი იყო 703 544 ადამიანი, წელს მარტში კი ეს მაჩვენებელი 917 396-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, ამ შემთხვევაშიც ზრდა მნიშვნელოვანია, კერძოდ, 2023 წლის მარტში შეძენის მსურველი იყო 555 845 ადამიანი, 2022 წლის მარტში კი 311 617.
ამასთან SS.GE-ს სტატისტიკის მიხედვით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზრდა იყო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც. კერძოდ, 2023 წლის იანვარში საიტს კერძო სახლის შეძენის სურვილით ეწვია 819 575 ვიზიტორი, თებერვალში კი 993 147. 2022 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი შეადგენდა 780 739-ს, თებერვალში – 705 618-ს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარში მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველი იყო 476 082 ადამიანი, თებერვალში – 554 543. 2022 წლის იანვარში კი მიწის ნაკვეთის შეძენა სურდა 462 935 ადამიანს, თებერვალში კი 434 685-ს.