დედაქალაქში მიმდინარე ქაოსური პროცესებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში განსაკუთრებით შეინიშნება ტენდენცია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს თავი ააროდოს მასშტაბური მშენებლობებისაგან გამოწვეულ დისკომფორტს, დაბინძურებულ ჰაერს, ტრანსპორტის კოლაფსს და თავი დაიმკვიდროს მის შემოგარენში.

გარეუბნებისადმი ინტერესი განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გაიზარდა. თუმცა მაღალ მოთხოვნასთან ერთად, დედაქალაქის შემოგარენში უძრავ ქონებაზე ფასებიც მზარდია. უძრავი ქონების სააგენტოებზე დაყრდნობით ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი. სპეციალისტების აზრით კი აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა არავინ იცის სადამდე.

თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები

ბოლო წლებია, მაღალბიუჯეტიანი და გამოცდილი დეველოპერული კომპანიები ცალკეული საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად, კომპლექსებს ავითარებენ, რომლებიც სკვერებს, სათამაშო მოედნებს, გამწვანებას, ბაღს, სკოლას, აფთიაქს, სუპერმარკეტს, რიგ შემთხვევებში აუზს, სავარჯიშო დარბაზსა და სილამაზის სალონსაც კი მოიცავს, რათა სრული კომფორტის შექმნით დააინტერესონ მომხმარებელი.

რა ხდება თბილისთან ახლოს და რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები? – რამდენიმე სამშენებლო კომპლექსის მაგალითზე განვიხილოთ.

თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები

Manglisi Resorts Development – ეს თანამედროვე აპარტ-სასტუმროა, რომელიც 2025 წლისთვის სოფელ მანგლისის ტერიტორიაზე გამოჩნდება, კერძოდ კი თამარ წიკლაურის ქუჩაზე.

აპარტ-სასტუმრო Manglisi – პროექტის მიხედვით, თანამედროვე 4-სართულიანი შენობაა. გარშემო ტერიტორია იქნება სრულად კეთილმოწყობილი. ასევე ლოკაციაზე გათვალისწინებულია ავტომანქანებისთვის პარკირება. ბინადრებს ტერიტორიაზე დახვდებათ, შენარჩუნებული მწვანე ნარგავები და დიდი სოჭები.

აპარტ-სასტუმრო განკუთვნილია 40 ნომერზე, რომელთაგან თითოეულს აქვს უზარმაზარი პანორამული ფანჯრები, ფართო აივნებით, რომელიც მობინადრეებისთვის ალბათ მშვენიერი სივრცე გახდება სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის.

აპარტამენტების ფართი 43-დან 82 კვადრატულ მეტრამდეა. კომპლექსში წარმოდგენილი იქნება, როგორც თანამედროვე სტუდიო, ასევე 1 და 2-ოთახიანი აპარტამენტები. 1 კვ.მ-ის ფასი 680 დოლარიდან იწყება.

თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები
თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები
თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები

Villa Vista-ს ბაზალეთზე, დეველოპერული კომპანია „ვისტა ჯგუფი”აშენებს. კომპლექსი თბილისიდან 40 კილომეტრში, მხოლოდ 35 წუთის სავალ გზაზე იქნება წარმოდგენილი. ახალი უბანი 2025 წლისთვის ბაზალეთის ტბის პირას განთავსდება.

კომპლექსი იქნება დაცული, გამწვანებული, ორი სკვერი და ყველა პირობა იმისათვის, რომ მობინადრემ ურბანულ სივრცეში, დაბინძურებული ჰაერისა და ხმაურის გარეშე იცხოვროს.

ტერიტორიის საერთო ფართი 50 000 კვადრატული მეტრია. „ვილა ვისტა“ს ტერიტორიაზე ორი პარკი მდებარეობს, გარდა იმისა, რომ თითოეულ სახლს ექნება საკუთარი საცურაო აუზი, კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 2 დიდი საერთო საცურაო აუზი და ორი რესტორანი. პროექტი 97 სახლისგან შედგება. კვ.მ-ის ფასი კი 1 100 დოლარიდან იწყება.

თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები
თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები
თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები

Surville Mtskheta – საცხოვრებელი უბანი მცხეთაში, სამხედროს ქ. 73-ში აშენდა. ახალი კონცეფციის ევროპული ტიპის უბანი არაგვის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ჩაფლულია ტყე-პარკში. ვილებიდან იშლება არაგვის ხეობის, ჯვრის მონასტრისა და ზედაზნის ხედები.

საცხოვრებელ უბანს აქვს დაცული შესასვლელი და გასასვლელი წერტილები, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება. უბნის სტუმრები მხოლოდ წინასწარი შეტყობინების შემდეგ შეძლებენ ტერიტორიაზე შესვლას. უბანი უზრუნველყოფილი იქნება 24/7 დაცვით, სამეთვალყურეო კამერებით და დაშვების სისტემებით, რათა მაცხოვრებლებმა კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

47 სახლისაგან შემდგარი 2-სართულიანი შენობის ფართები 190-დან 317 კვადრატულ მეტრამდეა წარმოდგენილი. კვ.მ-ის ფასი კი 1 300 დოლარიდან იწყება.

თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები
თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები
თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები

Tsavkisi villa Residence – ეს არის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, საცურაო აუზითა და კერძო ბაღით. საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო მოედანი, სოფელ წავკისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან ახლოს მდებარეობს.

კომპლექსი შედგება 12 ორსართულიანი ვილისაგან. 230-დან 232 მ2-მდე ფართობის 3 და 4-ოთახიანი ვილების ჭერის სიმაღლე 3.1 მეტრია. თითოეულ ვილას აქვს საცურაო აუზი და ავტოფარეხი მანქანებისთვის. ნაკვეთები ერთმანეთისგან დაბალი გალავნით არის გამოყოფილი. კვადრატულის ფასი 1 350 დოლარიდან იწყება.

თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები
თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები
თბილისის შემოგარენში არსებული კომპლექსები – რას გვთავაზობენ დეველოპერული კომპანიები

ქალაქის შემოგარენიდან ყველაზე მეტი კომპლექსი საგურამოსაკენ შენდება. აქ მიმდინარე მხოლოდ 7 მშენებლობაა, რომლიდანაც ყველაზე ძვირს წარმოგიდგენთ.

DreamLand Saguramo – კომპლესის მშენებლობა თბილისიდან 20 წუთის სავალზე, საგურამოში, კერძოდ კი სოფელ არაშენდაში ხორციელდება.

პროექტი მოიცავს 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელზეც ინდივიდუალური სახლები და მრავალფეროვანი აქტივობებისათვის განკუთვნილი საერთო სარეკრეაციო სივრცეა განთავსებული. პროექტთან მიყვანილია ყველა ტიპის კომუნიკაცია, როგორიცაა: დენი, გაზი და წყალი.

ტერიტორიაზე 12 საცხოვრებელი სახლი უნდა განთავსდეს, რომელთა ფართი 180-დან 252,5 მ2 -მდე იქნება. კვადრატულის ფასი კი 1 500 დოლარიდან იწყება.