რა პირობა დაიდო თბილისის სატრანსპორტო გეგმაში და როდის დაიწყება ძველი ვაგონების ახლით ჩანაცვლება
მეტრო, დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრანსპორტს წარმოადგენს. განსაკუთრებით მისი საჭიროება პიკის საათებში იგრძნობა. საინტერესოა თბილისის ახალი სატრანსპორტო გეგმა, რომელშიც პირობა ჩაიდო, რომ დიღმიდან ქალაქის ცენტრთან სარელსო კავშირი უნდა განხორციელდეს. თუმცა, პროექტის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. მაგრამ ფაქტია თბილისისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აქვე მნიშვნელოვანია დედაქალაქის მერის განცხადება რომლის მიხედვითაც, მეტროს ძველი, 2012 ვაგონის ჩანაცვლება 2025 წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად ყველა შეიცვლება.
„ეს გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც, რადგან დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია არსებულზე მეტი – 212 ერთეული საერთაშორისო სტანდარტის ვაგონის შესყიდვა და ჩანაცვლება, რაც
ეტაპობრივად განხორციელდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაო დღეებში, ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს, შესაბამისად, სწორედ ამ ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილება. პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ აღნიშნული ვაგონების შესყიდვას. ვვარაუდობთ, რომ უკვე 2025 წლიდან შესაძლებელი იქნება ვაგონების მიღება, ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპანიაზე, თუ რომელი იქნება გამარჯვებული და წარმოების დროზე, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, 2025 წლიდან დედაქალაქში ახალი ვაგონების შემოსვლა დაიწყება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება თანდათან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება, რადგან გზები ყოველდღიურად უფრო და უფრო იტვირთება, თბილისის მეტროს, კი დღეის მდგომარეობით, სამუშაო დღეებში, ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.