ძველი თბილისის ყველაზე ვიწრო სადარბაზო-ერთი სახლის ორი მხარე
ძველი თბილისის, ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელია. სახლების კედლები, ისეთ ისტორიებს ინახავს რომელმაც ვერ მოაღწია ჩვენამდე. ისტორიული შენობების კედლებზე საღებავებს ფენებს შორის, ნელ-ნელა თავისით ჩნებიან, უნიკალური ნახატები, რომელიც ერთ დროს სახლის მეპატრონის დიდებულებას ხაზს უსვამდა.
სწორედ მაშინ, როცა გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით ჩვენი ქალაქის შესახებ, საკმარისია, ერთი გასეირნება ნაცნობ ქუჩებზე, რომ აღმოაჩინო ის, რაც შესაძლოა წლები ყურადღების მიღმა რჩებოდა.
რუსთაველის 40# -ში მდებარე სახლის განსაკუთრებულობაც სწორედ აღმოჩენაშია. შენობა რომელიც, მე-19-ე საუკუნის მიწურულს აშენდა, თითქოს ჩვენი ყოველდღიურობაა, რადგან დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგას და მას მთელი ცხოვრებაა ვხედავთ. შენობას ორი შესასვლელი აქვს, ერთი მთავარი გამზირიდან შედის, ხოლო მეორეს ე.წ. იტალიური ეზოდან შეყავხართ. სწორედ ეს მეორე შესასვლელი, ჩვენთვის აღმოჩენაა, ვინაიდან დედაქალაქში მსგვავს ვიწრო სადარბაზოს ვერსად ნახავთ. მათ ვისაც კლაუსტროფობია აქვს, შესაძლოა ამ ადგილის გავლა პრობლემური იყოს, და არასასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს.