თბილისის მთავარი გამოწვევა-რამდენი კორპუსი დახარვეზდა გასულ წელს
სამშენებლო სფერო არა მხოლოდ თბილისისში არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. როგორ შენდება? სეისმურად შესწავლილია? რა მასალისგან შენდება? მყარია? ეს და დაუწრულებელი კითხვები, რომელზეც პასუხს ვერ ვიღებთ რადგან ახლა მშენებლობის ისტერიაა და კომპანიები მხოლოდ გაყიდვებზე არიან ორიენტირებულნი. თუმცა, მათ ვინც ყიდულობს ახალ აშენებულ კორპუსში სახლს პირველი კითხვა რაზეც დადასტურებული პასუხი უნდა მიიღოს არის თუ არა ის ექსპლუატაციაში მიღებული.
ხშირ შემთხვევაში ახალი აშენებული კორპუსები ხარვეზდება, თუმცა მყიდველი მაინც არ ამბობს უარს მის შეძენაზე, ამ სიღრმისეულ პრობლემას ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს, რადგან მშენებლობა ქალაქის ყველა უბანში ქაოტურად მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით2023 წელს უწყებაში მრავალბინიანი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, 96 განაცხადი შევიდა. მათივე ცნობით, შესული განაცხადებიდან, ექსპლუატაციაში მიღებულია 66 კორპუსი, ხოლო 30 დახარვეზდა.
kalaki.ge-ს მკითხველი ემიგრაციაში მყოფი ცისანა მანაგაძეც ერთ-ერთი მათგანია ვინც ახალ აშენებულ დახარვეზებულ კორპუსში სახლი იყიდა.
“სახლი ისე ვიყიდე არ მინახავს, რადგან ემიგრაციაში ვცხოვრობ, სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი, რომ დახარვეზებული იყო, ეს მოგვიანებით გავარკვიე. არ არის სწორი და კეთილსინდისიერი კომპანიების მხრიდან რადგან საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადე. ახლა გაყიდვა მსურს, მაგრამ ვერ ვყიდი რადგან დახარვეზებულ კორპუსზე თავს იკავებენ”- განაცხადა ჩვენმა მკითხველმა.
ხშირ შემთხვევაში მყიდველმა იცის, რომ შენობა ექსპლუატაციაში მიღებული არაა თუმცა ეს ხელს არ უშლის მის შესაძენად.