როგორ მოხვდა თბილისის მშვიდობის ხიდი თურქი ილუსტრატორის ნამუშევრებს შორის და რა იყო მისი მიზანი
თბილისის მშვიდობის ხიდი თურქი ილუსტრატორის ნამუშევრებს შორის მოხვდა.
robinyayla ცნობილ ღირსშესანიშნავ ადგილებს საკუთარ ილუსტრაციებს უმატებს და დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ცნობილი ადგილები სრულიად სხვაგვარად დაინახონ.როგორც ილუსტრატორი აღნიშნავს, მისი მიზანია, ადამიანები საკუთარი შემოქმედებით გააღიმოს.
ილუსტრაციებს ის მოგზაურობის დროს ქმნის. მშვიდობის ხიდის გარდა, მის ობიექტივში მოხვდნენ ლონდონი თაუერის ხიდი, ჰეიდარ ალიევის სახელობის კომპლექსი ბაქოში და ა.შ.