თბილისის მეტროს მეორე ხაზი დღეს მგზავრთა გადაყვანას 11 საათიდან შეძლებს

kalaki.ge-ს მგზავრები უყვებიან, რომ მეტრო წყობილებიდან მაშინ გამოვიდა, როცა მასში მგზავრები იმყოფებოდნენ, ამიტომ მათი გამოყვანა შესაბამის სამსახურს გვირაბიდან მოუწია და რტანსპორტმა ღამით მუშაობა ვეღარ შეძლო.

თბილისის მეტროს მეორე ხაზი დღეს მგზავრთა გადაყვანას 11 საათიდან შეძლებს

“უკვე ვაგონში ვიჯექი, როცა მატარებელი დაიძრა, ამბობენ რომ მემანქანე მასში არ იმყოფებოდა და ცოტა ქაოსი შეიქმნა მაგრამ მალევე გაჩერდა და ჩვენი გამოყვანა სწრაფად შეძლეს, ძალიან შეგვეშინდა.” – გვიყვება მკითხველი kalaki.ge – ს

დედაქალაქის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მალევე გაავრცელა.

“თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურება თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.