თბილისის ისტორიული ცენტრის ახალი სიცოცხლე – „აპარტ დეველოპმენტი“ ძველ თბილისში ახალი ცხოვრების სტილს ამკვიდრებს
დღისით თუ ღამით, პანორამული ხედიდან, თბილისის ყურებაზე სასიამოვნო, ალბათ, არაფერია...
დღისით თუ ღამით, პანორამული ხედიდან, თბილისის ყურებაზე სასიამოვნო, ალბათ, არაფერია. ისევე, როგორც მის ვიწრო ქუჩებში ხეტიალი და ძველი თბილისის შენობების შეცნობა, რომელიც გაგრძნობინებს თუ როგორ ეპოქაში ცხოვრობდა შენი წინაპარი.
წარსულის რეალობის აღქმას სწორედ, ამ ადგილებიდან იწყებ და თითქოს, ამ დროს, ხდება შენი შერწყმა წარსულთან. ხოლო, როდესაც ამ ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილ ქუჩებს შემაღლებული ადგილიდან აკვირდები, მაშინვე ერთიანად აღიქვამ ამ პატარა ქალაქის სიდიადესა და გარემოს – და ამ დროს წარმოიდგენ, რომ ასეთი საოცრება არსად არაფერი შეგხვდება.
ურბანული დიზაინი საკმაოდ რთული, კომპლექსური პრაქტიკაა. როგორ დაგეგმარდეს ქალაქი და შემდგომ, როგორ განვითარდეს ან გადაკეთდეს კონკრეტულ ადგილებში. ამ საკითხს ბევრი კვლევა და დაკვირვება სჭირდება, რომ შედეგი ქაოტური არ აღმოჩნდეს. განსხვავებული ჩარჩო აქვთ ქალაქებს, სადაც სწორი რელიეფია და ქალაქებს რომლებსაც უფრო მთაგორიანი რელიეფი ახასიათებთ.
ხოლო, როდესაც საქმე საცხოვრებლის შერჩევას ეხება, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი — იქნება ეს სასიამოვნო გარემო, სიმყუდროვე, ქალაქის ძირითად ნაწილთან სიახლოვე თუ სხვა.
„თბილისში ახალი პროექტები შენდება, ექსკლუზიურად ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად. მათი დიზაინი პირდაპირ დამოკიდებულია ლანდშაფტზე და მიმდებარე შენობების მასშტაბებზე. ასეთი პროექტები, უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
ტერასები განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოს დედაქალაქში. ისინი შესანიშნავად ერგებიან ქალაქის ზოგად ლანდშაფტს და ამით ქმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს. ბოლო წლებში ტერასები აქტიურად ჩაერთო არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ კომერციული შენობების პროექტებში.
პროექტი „ძველი ქალაქის პანორამა“ ახალ იერს უქმნის ძველ ქალაქს“, – სწორედ ასე აფასებს საერთაშორისო არქიტექტურული პრესა საცხოვრებელ კომპლექსს – „Old City Panorama“-ს.
Old City Panorama-ს პროექტი ძველ თბილისში, ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს. სამების საკათედრო ტაძარი − 200 მეტრში, რიყის პარკი − 800 მეტრში, თავისუფლების მოედანი − 950 მეტრში, ახალი აღმაშენებელი − 1200 მეტრში, ხოლო ნარიყალა ამ ადგილდან 1540 მეტრში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ძველ თბილისში ახალი მშენებლობის ნებართვის აღება დედაქალაქის მერიისგან საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ამ ადგილზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა აკრძალულია, ასევე დემონტაჟისას გასათვალისწინებელია, რომ აქ მდებარე უმეტესი შენობა ისტორიული ძეგლია. შესაბამისად, ბევრ კომპანიას უბრალოდ არ უღირს შემცირებული მოგების გათვლით დაიწყოს მშენებლობა და ზოგ შემთხვევაში ისინი ვერც აკმაყოფილებენ მშენებლობისთვის დადგენილ სტანდარტებს.
Old City Panorama-ს განმახორციელებელ სამშენებლო კომპანია „აპარტ დეველოპმენტში“ კი განმარტეს, რომ მათთვის ეს გარკვეული სოციალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რომ ულამაზესი, თუმცა ავარიული შენობები გაამაგრონ, გააშენონ და დაააკმაყოფილონ თბილისის მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად შესაძლოა, თბილისის სხვა უბანში მშენებლობა უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო.
„აპარტ დეველოპმენტი“ საქართველოს დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. 2019 წელს შექმნილმა კომპანიამ მუშაობა 2 500 კვადრატული მეტრის სამშენებლო ფართობით დაიწყო და მალე ამ მაჩვენებელმა 40 000 კვადრატულ მეტრს გადააჭარბა.
აპარტ დეველოპმენტის მიერ ძველ თბილისში განხორციელებული პირველი პროექტის დასრულებისთანავე მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა და ამიტომ კომპანიამ ძველი თბილისის განახლების და განვითარების გეგმა შეიმუშავა. ამ კონცეფციის ფარგლებში კომპანიამ ბუხაიძის ქუჩაზე რამდენიმე პრემიუმ კლასის პროექტის მშენებლობა დაიწყო.
პირველივე პროექტი, ძველ თბილისში, მიხეილ ბუხაიძის ქუჩაზე განხორციელდა, რომელსაც რეკორდული გაყიდვები ჰქონდა, ამას მოჰყვა მეორე და მესემე, უკვე მასშტაბური მშენებლობები ამავე ტეროტორიაზე. დღეს კი უკვე „აპარტ დეველოპმენტის“ ანგარიშზეა: 2 დასრულებული და 5 მიმდინარე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი ძველ თბილისში. მათ მიერ უკვე დასრულებულ ორ ობიექტს განეკუთვნება „Bukhaidze Apartments“ და „Apart Bukhaidze“. რაც შეეხება მიმდინარე საცხოვრებელ კომპლექსებს, ესენია: „ეზო ძველ თბილისში“, „თაღი ძველ თბილისში“, „აპარტ ლისი“ და ბოლოს „ოლდ სითი პანორამა“.
ზოგადად, დეველოპერული კომპანია „აპარტ დეველოპმენტის“ მთავარი ხედვა და მიზანი, ძველი თბილისის განახლება და ურბანული განვითარებაა, რომელიც სწორედ მისი არქიტექტურული სახის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას გულისხმობს.
Old City PANORAMA კი ის ერთ-ერთი პროექტია, რომელზეც უკვე არა მხოლოდ ქართული მედია, არამედ უცხოური გამოცემებიც წერენ, რადგან საცხოვრებელი კომპლექსი როგორც მდებარეობით, ისე არქიტექტურითა და კონცეფციით მართლაც, რომ შთამაგონებელია. კომპლექსი წარმოდგენილი იქნება 3 მცირე ზომის კორპუსის სახით. ექსტერიერში ორგანულადაა შერწყმული თანამედროვე და ძველი თბილისური არქიტექტურის დეტალები. ასევე, პროექტი მოიცავს: სპას, ფიტნესს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, კაფე-რესტორნებს, დაცვისა და დასუფთავების სერვისებს, „რუმ სერვისს“, გაქირავების სერვისსა და სხვას.
„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი მართლაც არის Old City Panorama, რომლის პირველი ფაზის მშენებლობაც სრულდება 3 თვეში და სექტემბერში გრანდიოზული გახსნის ღონისძიებისთვის ვემზადებით. კომპლექსში, გარდა იმისა, რომ უნიკალური, პანორამული ხედებია, გათვალისწინებულია საინტერესო გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, ღია და დახურული აუზები, სპა, ფიტნეს დარბაზი, კაფე თუ ე.წ. CO-WORKING სივრცეები“, – აღნიშნა „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, ბექა ხოფერიამ.
კომპლექსიდან პანორამულადაა გადაშლილი თბილისის უძველესი უბნები. საოცარი სანახაობაა ძველი თბილისიდან ლისის ტბის ჩათვლით: მთაწმინდა, ნარიყალა, სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ციხე და სხვა. ობიექტზე ღია ფანჯარაა, საიდანაც „ოლდ სითი პანორამას“ მობინადრეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ, როგორც მშენებლობის პროცესს, ასევე დატკბნენ თავისი მომავალი საცხოვრებლის ხედით.
პროექტი „ძველი ქალაქის პანორამა” ახალ იერს უქმნის ძველ ქალაქს.
სწორედ მასიური, ბეტონის შენობებზე უარის თქმა ძველი თბილისის ტერიტორიას, უნიკალურსა და განუმეორებელს ხდის. კომპანიის მთავარი ჩანაფიქრიც სწორედ ეს აღმოჩნდა – ძველი თბილისის იერსახესთან მიახლოებული პროექტი შეექმნათ, რომელიც ესთეტიკურად შერწყმული იქნებოდა ამ ისტორიულ უბანთან და პარალელურად, მას ახალ სიცოცხლეს შესძენდა.
რაც შეეხება ამ პროექტში წარმოდგენილ აპარტამენტებს – მინიმალური ფართი 32 კვ.მ ხოლო მაქსიმალური 400 კვ.მ-ია. გარდა ამისა, მომავალ მაცხოვრებელს საშუალება აქვს, კომპანიის არქიტექტორთან ერთად, თავად დააპროექტოს საკუთარი ახალი ბინა. აქ აპარტამენტები მწვანე კარკასის კონდიციაში ბარდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, „აპარტ დეველოპმენტის“ პარტნიორი კომპანია „აპარტ შოურუმი“ დიზაინს, რემონტსა და ბინის სრულად მოწყობას უზრუნველყოფს.
მიხეილ ბუხაიძის ქუჩის 44გ ნომერში წარმოდგენილ საცხოვრებელ კომპლექსში, ერთი კვადრატული მეტრის ფასი 2 300$ -დან იწყება.