რატომ ადარებს ქალაქ-მგეგმარებელი თბილისს სირიასა და ბეირუთს და რაში ხედვას მთავარ პრობლემას
ქალაქ-მგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე თბილისის განაშენიანებას სირიასა და ბეირუთს ადარებს. მისი განმარტებით დედაქალაქის განაშენიანება გეგმარება ინვესტორების სურვილზეა მორგებული.
„თბილისი უკვე ჰგავს ბეირუთს, სირიას და უკეთეს შემთხვევაში ისრაელს“ – ამბობს ქალაქ-მგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რადიო პალიტრაში საუბრისას.
ზურაბ ბაქრაძის თქმით, საქართველოში ქალაქმშენებლური სამართლის კოდექსი რეალურად მხოლოდ ინვესტორთა ინტერესებზეა მორგებული და მასში მრავალი ნაკლი არსებობს. მისი თქმით, კოდექსის ერთ-ერთ უმთავრეს დარღვევას ის წარმოადგენს, რომ იგი ინვესტორებს და კომპანიებს ნებას რთავს, საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს, თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრიანი დაშორებით ააშენონ, რაც თავისთავად დაუშვებელია.
„წესების მიხედვით, კორპუსი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეიძლება დაიდგას მიწის ნაკვეთის საზღვარზეც კი, იმის გარანტიის გარეშე, რომ იქედან მოუშენდება რაღაც. ე.ი. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს 2-3-სართულიანი სახლი და თავისი მიწის ნაკვეთის საზღარზე აუშენონ 20-სართულიანი კორპუსი. ფაქტობრივად, დაშორება შეიძლება რამდენიმე სანტრიმეტრი იყოს. ამას დაშორების სიბრტყეები ჰქვია და ჩვენთან იგი სასტიკად ირღვევა“,- აღნიშნავს ქალაქ-მგეგმარებელი რადიოეთერში.