თბილისის „ევრო პარკი“ ფუნქციონირებას წყვეტს
მას შემდეგ რაც დასასვენებელი ზონის ფეისბუქ გვერდზე განცხადება გავრცელდა, kalaki.ge ინფორმაციის გარკვევას შეეცადა.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც კომპანიამ გაავრცელა:
“გვინდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ თბილისის „ევრო პარკი“ აღარ ფუნქციონირებს. მადლობა ჩვენს თითოეულ ვიზიტორს მრავალწლიანი და დაუვიწყარი მოგონებებისათვის,“ – აღნიშნულია „ევროპარკის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ევროპარკის” დახურვის მიზეზი, საცურაო კომპლექსის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობებია, რამაც აუზის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
ცნობისათვის, აკვაპარკი „ევროპარკი” დიდუბეში მდებარეობს, ის 2007 წელს გაიხსნა.