თბილისის ბულვარი – სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის უმსხვილესი სამშენებლო პროექტი თბილისის ზღვაზე
თბილისი საპორტო ქალაქი ნამდვილად არ არის, მაგრამ აქვს სივრცე, სადაც გაგრილდები, გაირუჯები, ნავითაც გაისეირნებ და წყლის თხილამურებზეც დადგები
თბილისი საპორტო ქალაქი ნამდვილად არ არის, მაგრამ აქვს სივრცე, სადაც გაგრილდები, გაირუჯები, ნავითაც გაისეირნებ და წყლის თხილამურებზეც დადგები. თბილისის მაცხოვრებლები ამ ტერიტორიას წყალსაცავს უწოდებენ, რომელიც 1953 წლიდან დედაქალაქს, სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებს.
თუმცა საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული ობიექტის – თბილისის ზღვის ხსენებისას, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ქალაქის ყველაზე დიდი აკვაპარკი, რომელიც ღია და დახურულ აუზებს, ატრაქციონებსა და ველნეს ცენტრს მოიცავს.
“ჯინო ფერედაისი” ბეშენოვას ქუჩაზე, თბილისის ზღვასთან მდებარეობს. ის ქალაქის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. თუკი ვერ ახერხებთ ქალაქგარეთ გასვლას, გაქვთ დატვირთული გრაფიკი, დასვენება და დროის მხიარულად გატარება გსურთ, ამისთვის “ჯინო ფერედაისი” კეთილმოწყობილ გარემოს გთავაზობთ.
აკვაპარკი მოიცავს: სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, 9 აუზს, წყლის ექსტრემალურ ატრაქციებს, VIP ზონაში შემავალ ველნეს და სპა დარბაზებს, პრივატულ მოსასვენებელ ბაღს, ფიტნეს დარბაზს, სასტუმროსა და „ჯინოს“ ცურვის აკადემიას. ეს მრავალფეროვანი სივრცე ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. აკვაპარკში ფერადი, კეთილმოწყობილი და მხიარული გარემო დაგხვდებათ, შეძლებთ განიტვირთოთ, აივსოთ დადებითი ენერგიითა და ბედნიერი დღე გაატაროთ მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად.
იგი საუკეთესო ადგილია ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულთათვისაც, მოწყობილია 500-ზე მეტი წყლის ატრაქცია, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31-მეტრიანი ტოპოგანი, 6 სხვადასხვა ეფექტის ჩამოსასრიალებელი სლაიდით. ღია სივრცეში ბავშვები კი პატარა სასრიალო სლაიდებით ერთობიან. აქვეა ბარიერების გადასალახი ექსტრემალური ატრაქცია – „ტანზანია“ და ქვიშის ფრენბურთის მოედანიც. “ჯინო ფერედაისი” საუკეთესო ადგილია რელაქსაციისთვის, 17 სხვადასხვა სახის საუნა და სპა ზონა ყოველგვარ სტრესს ხსნის.
ადგილი, რომელიც მიმზიდველია თევზაობის მოყვარულთათვისაც. აკვაპარკის ტერიტორიაზე არის პატარა ტბა, სადაც კალმახის დაჭერაა შესაძლებელი, რომელსაც ადგილზე ამზადებენ. აკვაპარკის ტერიტორიაზე 12 საკვები ობიექტია განთავსებული, სადაც გემრიელი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ.
“ჯინო ფერედაისს” თბილისის ზღვაზე უსაფრთხო, კეთილმოწყობილი, შეზლონგებით, საშხაპეებითა და გასახდელებით აღჭურვილი საკუთარი სანაპირო ზოლი აქვს.
თუმცა სტატიაში „ჯინო ფერედაისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სამშენებლო კომპლექსის, €250- მილიონიანი პროექტის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც სლოვაკურ-ქართულ საინვესტიციო ჯგუფს GINO Holding-ს ეკუთვნის.
თბილისის ზღვაზე კერძოდ, ბეშენოვას #9-სთან, ახალი კომპლექსი შენდება, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს დედაქალაქის შიგნით ახალი დანიშნულების ადგილი, ერთგვარი კურორტი ქალაქში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას, რომელიც 30 ჰექტარზე გაშენდება.
პროექტი „თბილისის ბულვარი“, სხვადასხვა ფუნქციის შენობა-ნაგებობებს მოიცავს, ისეთებს როგორიცაა: სკოლა, ბაღი, სავაჭრო ცენტრი, სასტუმროები, 850 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ზონა.
სამშენებლო პროექტის განხორციელება დაწყებულია და უკვე ინვესტირებულია 7,5 მლნ ევრო. აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის, „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილია 100 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი. “თბილისის ბულვარის“ სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 5-6 წელიწადში უნდა დასრულდეს.
გარდა ამისა, კომპანია “გინო ჯგუფი” თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბეშენოვას #20-ში უკვე ფლობს დასრულებულ პროექტს, რომელიც 7 სართულის სიმაღლის სამი კორპუსისაგან შედგება.
მრავალფუნქციური აპარტ-სასტუმრო, რომელშიც სხვადასხვა მახასიათებლის მატარებელი აპარტამენტი იყიდება მოიცავს: ბავშვთა ცენტრს, რესტორანს, ბარს, სპა-ფიტნეს ცენტრს, ავტოსადგომს.
ტერიტორიაზე შენარჩუნებულია ბუნებრივი ლანდშაფტი და დეკორატიული ხეები. ფუნქციონირებს რამდენიმე აუზი, რომელიც წარმოადგენს კომფორტულ ადგილს დასასვენებლად. აპარტ-სასტუმროს უშუალო სიახლოვეს განლაგებულია კეთილმოწყობილი სანაპირო.
საცხოვრებელ კორპუსში წარმოდგენილია აპარტამენტები 40-დან 186 კვ. მ.- მდე, რომელთა შორისაა სხვადასხვა გეგმარების ვარიანტები, უზარმაზარი ტერასებით, რამდენიმე სველი წერტილით, კომფორტული სამზარეულო და მისაღები ოთახით.
ამ შენობაშივე მოქმედებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gino Seaside Hotel, რომელშიც 215 კეთილმოწყობილი ნომერია წარმოდგენილი.